ფოთის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფება

0

10960201_965284666817847_142729527546042519_o2015 წლის 11-15 თებერვალს შვედეთის რესპუბლიკის ქალაქ ოსტამარის მერის მოწვევით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტ „უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება“ ფარგლებში, ქალაქ ფოთიდან შვედეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით პროექტის საკოორდინაციო ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან: საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი – საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საკრებულოს იურიდიულ სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გიორგი შამუგია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ზვიად შუბითიძე.

პროექტი მიზნად ისახავს უფრო დემოკრატიული ადგილობრივი საზოგადოებისა და მმართველობის ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საკითხებზე ქალაქ ფოთის საკრებულოსა და მერიასთან ერთად სამოქალაქო დიალოგის ორგანიზებას.
ვიზიტის ფარგლებში 12 თებერვალს სამუშაო ვიზიტი შედგა შვედეთის ქალაქ ოსტამარის მერიაში ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან, სადაც საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ისაუბრა ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, თანასწორობის და სამართლიანობის საქმეში გაწეულ წვლილზე. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ახალ-ახალი გეგმები.