ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავს

0

10689783_919136161432698_4732542471079523566_nსაკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრას აქტიურად განაგრძობს. 24 ნოემბერს ალექსანდრე თოფურია ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

აღნიშნულ მისამართზე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშოები.
შეხვედრისას ალექსანდრე თოფურიამ მოსახლეობას ქალაქში დაგეგმილი და განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ესაუბრა ქალაქის სამწლიან სამუშაო გეგმაზე.

ასევე მოსახლეობისგან მოისმინა ქალაქში სამომავლოდ განსახორციელებელი მათთვის სასურველი პროექტების შესახებ ინფორმაცია.