ფოთის სანაპირო ზოლის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მოეწყო

0

10380266_937943762928367_1443825194181597874_nფოთის მუნიციპალიტეტმა მდინარე რიონის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის გეგმის საჯარო განხილვა მოაწყო.  ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, არქიტექტორები, მხატვრები, ეკოლოგები, საზოგადოებრივი დარბაზის და ახალგაზრდული საბჭოს წევრები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის განხილვაში, რომელიც მერის მრჩეველმა ჯემალ გურგენაძემ წარმოადგინა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განუცხადა, ინვესტორის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით მოხდება მდინარე რიონის სანაპირო ზოლის მოწესრიგება, ტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების დარეგულირება. მთლიანად აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობაზე 100 000 ლარია გათვალისწინებული .