ფოთის სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლემ კლასელს თავში რკინის სკამი ჩაარტყა

0

merxiინდიცენტი მოხდა ქალაქ ფოთის მეექვსე საჯარო სკოლაში. ამავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ კლასელს თავში რკინის სკამი ჩაარტყა. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. როგორც ირკვევა აღნიშნულ ინციდენტს წინ მოზარდებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

შემთხვევა ფოთის საჯარო სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მოზარდი, რომელმაც თანაკლასელს რკინის სკამი ჩაარტყა, მეექვსე საჯარო სკოლაში ახალი გადმოსულია და თანაკლასელებთან ურთიერთობის პრობლემები დღემდე აქვს. იგი მშობლებთან ერთად ფოთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე ამ წუთებშიც იმყოფება.

 

სხვა ახალი ამბები: