ფოთის ქუჩებში სანიაღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს

0

12003374_995997433789666_7779026817132536234_nფოთში სანიაღვრე არხების გაწმენდა ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტია,რომლის ინტენსიური განხორციელება ქუჩებისა და ეზოების დატბორვის საწინააღმდეგოდაც არის მიმართული, რადგანაც ქალაქის კლიმატისათვის დამახასიათებელი ხშირი ნალექების გამო,სანიაღვრე არხები ჩვეულებრივზე მეტი ინტერვალით ხდება მოსაწესრიგებელი. სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადგილობრივ ბიუჯეტში ორასოცი ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ პ ს ,,ტოტალი” ასრულებს. ამ ეტაპზე ექვსიათას ორასი მეტრი სიგრძის არხია გაწმენდილი. სამუშაოები მიმდინარეობს ბერდიანსკის, ტექსელის, ფალიაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებზე, ოცამდე ქუჩაზე კი ნატანი მასისა და საოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან უკვე გაიწმინდა არხები. სამუშაო პროცესში მექანიზაცია და ტექნიკაა ჩართული.