ფოთის ყოფილი მერი შსს-ში მაღალი თანამდებობის პირი ხდება?

0

sarsaniaსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს რამდენიმე წუთის წინ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ფოთის ყოფილი მერი დავით სარსანია ინიშნება. წყაროს ინფორმაციით დავით სარსანია სავარაუდოდ სუს-ის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი გახდება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დავით სარსანიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერი იცის. დავით სარსანიამ სატელეფონო საუბარში ასევე განაცხადა, რომ ის დაბარებულია და ამ წუთებში თბილისისკენ მიემგზავრება.

“მოგვიანებით მოგგაწვდით ზუსტ ინფორმაციას. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მივდივარ თბილისში. ყველაფერს გავარკვევ და შემდეგ დაზუსტებით გეტყვით”-განაცხადა დავით სარსანიამ.

შეგახსენებთ, რომ დავით სარსანიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქალაქ ფოთის მერის თანამდებობა დაიკავა. ამის შემდეგ კი ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გახდა.

სხვა ახალი ამბები: