ფოთის ჰიდროკვანძი დანგრევის პირასაა: ემუქრება თუ არა ფოთს დატბორვა?

0

10619993_844115418966173_508676456456685849_oქალაქ ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ამავე დროს მდინარე რიონზე ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა დაინგრეს. ამ დასკვნას დარგის სპეციალისტები აკეთებენ, რომლებიც ჰიდროკვანძის მდგომარეობას პერმანენტულად აკვირდებიან.

“დღესდღეობით სამი ფარი, სამი ძრამი მუშაობს მხოლოდ, დანარჩენი მწყობრიდან არის გამოსული.ეს ხდება როგორც კაშხალზე ასევე ჰიდროკვანძის რეგულატორზე. რა მდგომარეობა უნდა იყოს, როდესაც 30 ფარიდან მხოლოდ სამი იმუშავებს? მთავარი მაინც არის ძირი, რომ არ გამოირეცხოს. ამ ნაგებობას რომ დაემართოს რამე 50 მილიონის ზარალი არის ერთდროულად. აქ რომ ჩაიხერგოს ეს ჰიდროკვანძი, არა მხოლოდ ფოთი დაიტბორება, არამედ მიმდებარე ტერიტორიბიც, საგვიჩიო და პატარა ფოთიც,”-აცხადებს ნაპირდამცავ ნაგებობათა სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ლოლუა.

hidrokvanZiდღეის მდგომარეობით ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძის მდგრადობას ამ პერიოდისთვის არავინ ამოწმებს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ნაგებობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. სპეციალისტები წყალქვეშა ნაგებობის გამოკვლევასა და ზუსტ შესწავლას ითხოვენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია სოლიდური თანხების გამოყოფას საჭიროებს. ადგილზე აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა უკვე დაწყებულია.