ფოთში ადიდებულმა მდინარე რიონმა ფერდობის დამცავი ჯებირი წაიღო

0

10733668_802920959767636_1734254694_nუხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა, ფოთში მეშვიდე კილომეტრზე მდებარე ფერდობის დამცავი ჯებირი წაიღო. მომხდარს მოსახლეობისათვის განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა თუ სარეაბილიტაციო სამუშოები დროულად არ განხორციელდა, შესაძლოა რღვევა გაგრძელდეს, რიონი კალაპოტიდან გადმოვიდეს და მიმდებარე ტერიოტორია დაიტბოროს. 10728610_802920963100969_260634665_nადგილზე დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია,ხელისუფლების წარმომადგენლები და კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის (APM TERNILAS) წარმომადგენლები მივიდნენ.

10733391_802920976434301_727825549_n10743835_802920969767635_1132057611_nქალაქის მერის ირაკლი კაკულიას განცახადებით ,მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსში უკვე ჩააყენა და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: