ფოთში ბავშთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

0

11214019_939404559448954_8576886448878064355_nბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს. ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მათ ჯანმრთელობა, მშვიდობიან, დაცულ და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

10409034_939405046115572_1025551362144884524_n11330037_939404749448935_5154453552379971703_n10306486_939405162782227_453048981212347643_nმოგვიანებით ცენტრალურ პარკში ბავშვებისათვის გასართობი კონცერტი ჩატარდა. ცენტრალურ პარკში მისულ ბავშვებს ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს.სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებისათვის კი ფოლკლორის ცენტრში თოჯინების თეატრის სპექტაკლი გაიმართა.კონცერტის მსვლელობისას ბავშვებს ”ბევრილი ჯგუფი” ფუნთუშეულით გაუმასპინძლდა.

ბავშვთა დაცვის დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან მას ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნავენ.

სხვა ახალი ამბები: