ფოთში ბაზიერთა ფესტივალი ჩატარდა

0

10351384_1007465012642908_5395441036756204379_nფოთის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ბაზიერთა პირველი ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც სამოცზე მეტი ფოთელი, ბათუმელი, ოზურგეთელი, ჩოხატაურელი, ხელვაჩაურელი, მახინჯაურელი და ბანძელი ბაზიერი მონაწილეობდა. ღონისძიება შთამბეჭდავი გახადა მიმინოებით, შევარდნებითა და ქორებით ნადირობამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფრინველით ნადირობის ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია ეფექტურ გავლენას მოახდენს ტურიზმის პოტენციალის გაზრდასა და გამოყენებაზე. ფოთის სტადიონზე გამართულ სანახაობას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები თამაზ მეჭიაური და ეკა ბესელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია.

12088081_1007465089309567_6545819830770992499_n12105774_1007464715976271_5331512667920750089_n12143124_1007464889309587_1511673336657966718_nღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს ბაზიერთა კლუბი, რომელსაც მხარდაჭერა გაუწიეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა, ფოთის ტურიზმის განვითარების ცენტრმა და ადგილობრივმა კომპანიებმა.

სხვა ახალი ამბები: