ფოთში გამართულ საპროტესტო აქციაზე “ნაციონალებმა” არასრულწლოვნების რესურსი გამოიყენეს

0

2ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქალაქ ფოთში დოკუმენტური ფილმის “სააკაშვილის 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის” ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების მიყვანა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. ფოთის მერიის წინ გამართული აცია სხვა აქციებისგან განსხვავებული მხოლოდ იმით იყო, რომ აქციის მონაწილეები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გამოცხადდნენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ შესაბამისი ფოტოებიც მოიპოვა, რომელიც ცხადყოფს გავრცელებულ ინფორმაციას.

13123456გადაღებულ ფოტოსურათებზე აშკარად ჩანს ბავშვთა უფლებების დარღვევა, რომელსაც თავად აქციის მონაწილეები ხმამაღლა აპროტესტებდნენ. ბავშვთა ფსიქოლოგები თვლიან, რომ მცირეწლოვანი ბავშვების მიყვანა პოლიტიკურ აქციებზე თუ მიტინგებზე, აღიქმება, როგორც ძალადობა ამ ბავშვებზე.

z9z3z18 „ბავშვები ვერ აცნობიერებენ საკუთარ ქმედებას და ძირითადად გამოყენებულები არიან ხალხის სიმრავლისთვის. ეკრანისთვის სჭირდებათ, აქცია უფრო გაფართოებული რომ იყოს. ბავშვმა იმდენი არ იცის, რა როგორ ხდება. მშობელმა არ უნდა დაუშვას, რომ 2 წლის და არასრულწლოვანი მოზარდი აქიაზე იყოს. მშობელი ამ ქმედებით შეიძლება აფიქსირებს, რომ ოჯახით მხარდაჭერას უცხადებს ამა თუ იმ პოლიტიკოსს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება ბავშვზე ძალადობა იყოს მშობლისგან. თუ ამისგან სარგებელს ღებულობ, მაშინ შეიძლება ძალადობად შეფასდეს“-აცხადებს ფსიქოლოგი მანონი სართანია.

ცნობისათვის, ფილმის ჩვენება რომელიც ფოთსი სახელმწიფო-დრამატული თეატრის დარბაზში გაიმართა, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ორგანიზაციამ და “თავისუფალმა ზონამ” სკოლის მოსწავლეები პოლიტიკური ნიშნით სწორედ მაშინაც გამოიყენა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ შემოგთავაზათ ექსკლუზიურად გადაღებული ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ფოთის მერვე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ თეატრში დოკუმენტური ფილმის სანახავად ძალით მიიყვანეს. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ყარაულაშვილი “თავისუფალი ზონის” წევრია და ფოთის თეატრში მხოლოდ კადრების გადასაღებად იყო მისული.

სხვა ახალი ამბები: