ფოთში ზღვის სანაპირო ამიერიდან სპეციალური ტექნიკით დასუფთავდება

0

11896181_975918255797584_1198585868528785282_nსაგრანტო პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისთვის 365ათას ლარად ღირებული ,,ბიჩტეკი-300’’ შეიძინა, რომელშიც მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 15% იყო. ”ბიჩტეკი – 300” სახელწოდების, თანამედროვე, ზღვის ნაპირის-პლაჟის საწმენდი მანქანა დანადგარია, რომელიც კომპლექტურია და შედგება ორი ნაწილისაგან: ტრაქტორისა და უშუალოდ საწმენდი მექანიზმისგან. ტექნიკური მხარეების დაზუსტების შემდეგ, ნაპირსაწმენდი მანქანა – დანადგარი ფოთის მუნიციპალიტეტის შ პ ს ,,ინფრასტრუქტურა 2008,,-ს საექსპლუატაციოდ უახლოეს დღეებში გადაეცემა.

11889410_975918462464230_2130434178515076455_n11891181_975918172464259_2535578688628963034_n11902312_975919595797450_1221212904054799378_nფოთისათვის მეტად საჭირო და დროული შენაძენი ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამიერიდან ქალაქ ფოთის ზღვის სანაპირო, პირველად დასუფთავდება სპეციალური მექანიზმებით, რაც, უთუოდ ხელს შეუწყობს ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.