ფოთში პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” ასამდე წევრი ტოვებს

0

10418930_304569669738870_6623756515371086139_nფოთში “თავისუფალი დემოკრატების” ნაწილმა დღეს პარტია დატოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის საკრებულოს წევრმა, თამაზ სოსელიამ განუცხადა. სოსელიას განცხადებით პარტიას საქალაქო ორგანიზაციის ასამდე წევრი ტოვებს და მხარდაჭერას ,,ქართულ ოცნებას” უცხადებენ.

აღნიშნულ ინფორმაცია არ დაადასტურეს “თავისუფალი დემოკრატების” ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ქეთევან ქაჯაიამ განცხადებით, პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად ჯერ არავის მიუმართავს და აღნიშნული ინფორმაცია მან ჟურნალისტებისაგან შეიტყო. ქაჯაია აცხადებს, რომ პარტიის ოფისში ისინი მუშაობას ჩვეული რიტმით განაგრძობენ.

სხვა ახალი ამბები: