ფოთში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ბინები გადაეცათ

0

10556384_776140479108697_3614752683355046041_nფოთში 280 საცხოვებელი ბინა 231 იძულებით გადადგილებულ ოჯახს გადაეცა. საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთში ახლად აშენებლი შვიდი კორპუსი გახსნეს და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

ბინების გადაცემის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმოამდენელი სიმონე ვოლკენი. მგფ-მა , ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალი საცხოვრებლი კორპუსი ააშენა. შვიდი ხუთსართულიანი კორპუსიის მშენებლობისთვის ევროკავშირის მიერ 9 180101.99 ლარი იქნა გამოყოფილი. თითოეულ კორპუსში 40 ბინაა, აქედან 10 ერთოთახიანი და 30 ოროთახიანი. შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ბინები კენჭისყრით გადანაწილდა.

სხვა ახალი ამბები: