ფოთში კომპანია “დუტი ფრი ალიანსი” ახალ საწყობს გახსნის

0

10711734_876532309031229_1197906034_nფოთში კომპანია ,,დუტი ფრი ალიანსი“-ს ახალი საწყობის გახსნის. საწყობის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ 20:00 საათზე, კომპანია ,,დუტი ფრი ალიანსი“, რომელიც გერმანული ჰოლდინგის ‘’დუტი ფრი ინთერნეიშენალის“ წევრია ქალაქ ფოთში ახალ საწყობის გახსნის (საბაჟო ტერმინალი) და პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ყველა მსურველს გაუწევს მომსახურებას.

საბაჟო საწყობი მდებარეობს ქალაქ ფოთში (სამეგრელოს #8) და მოიცავს 3 700 კვ/მ ფართს, რომლიდანაც 400 კვ მეტრზე სპეციალური სამაცივრე დანადგარებია მოწყობილი.საწყობი თვის განმავლობაში ორასამდე კონტეინერის მიღებას შესძლებს.

,,დუტი ფრი ალიანსი“ 2009 წლიდან ოპერირებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. კომპანიის საკუთრებაშია სადახლოზე, წითელ ხიდზე, სარფსა და ყაზბეგში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები. კომპანია თავისი პროდუქციით ამარაგებს ფოთის ნავსადგურში რეისებზე მყოფ საერთაშორისო გემებს. ახალი საბაჟო ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე მიწვეულენი არიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციების წარმოამდგენლები .

სხვა ახალი ამბები: