ფოთში კონჯარიების ოჯახი საცხოვერებელი სახლიდან გამოასახლეს

0

fotiiiხმაური იყო დღეს დილით ფოთში დევნილთა საცხოვრებელში, სადაც სამართალდამცავებმა კონჯარიების ოჯახი უკანონოდ მითვისებული საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. კონჯარიების განცხადებით სამართალდამცავებმა მათ საცხოვრებელი ფართი ძალით დაატოვებინეს.

გამოსახლების დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცი იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც უკანონოდ დაკავებული ფართიდან კონჯარიების ოჯახი გამოასახლეს, შენობის სადარბაზო სამართალდამცავებმა ჩაკეტეს.

ცნობისათვის, კონჯარიების დევნილი ოჯახი ფოთში ყოფილი სასტუმროს ავარიულ შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და დევნილთა სამინისტროს დახმარებას სთხოვნდენ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მათთვის ფართის გამოძებნა ვერ მოხერხდა. კონჯარიების განცხადებით მათ ახალი საცხოვრებელი სახლისთვის ქულები არ ეყოთ.