ფოთში მდინარე რიონმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

0

mdinareქალაქ ფოთში გვიან ღამით მდინარე რიონმა ცენტრალურ ხიდთან, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ფოთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა  განცხადებით მათ შეტყობინება, მომხდარი ფაქტის შესახებ, ნიჩბოსნებისგან მიიღეს.

იმავე ტერიტორიაზე სადაც აღმოჩენილ იქნა მამაკაცის გვამი, სპორტსმენები ვარჯიშობდნენ. სწორედ მათ შენიშნეს მდინარის მიერ გამორიყული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც. ჯერრჯერობით მდინარეში დამხრჩვალი ადამიანის ვინაობა დაუდგენელია. მას სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ მისი იდენტიფიცირება ამ დროისთვის შეუძლებელია.

სხვა ახალი ამბები: