ფოთში მომხდარი ავტოავარიისას 5 ადამიანი დაშავდა

0

Policelinetapeქალაქ ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე  სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა რომლის შედეგადაც  5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მკურნალი ექიმის განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამაშველო სამსახური.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს.

სხვა ახალი ამბები: