ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა

0

11218158_960692173986859_3495423202055368762_nფოთში ნანა ალექსანდრიას თასზე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა სტარტი აიღო. შეჯიბრი 2006 წლიდან ტარდება და წელს ფოთი მეათე საიუბილეო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი ფოთის მერიის დაფინანსებით და ფოთის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით იმართება.

ფესტივალი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25.000 ლარით დაფინანსდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ აღნიშნული ფესტივალი 6000 ლარით დააფინანსა, ხოლო გენერალურმა სპონსორმა “პაშა” ბანკმა 5000 ლარით. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ტარდება. წელს მასში 12 ქვეყნის 400-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის 15 დიდოსტატი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის ქვეყნები ტრადიციულად, აქტიურად ერთვებიან ფესტივალში. სტუმრების ყველაზე დიდი რაოდენობა წელსაც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.

ფოთის თეატრში საზეიმო გახსნის ცერემონია ჩატარდა. მას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ნანა ალექსანდრია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე და სხვა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

“ნანა ალექსანდრიას თასი-2015” 13 ივლისს გაიხნა და 20 ივლისს დაიხურება.ფოთის საჭადრაკო სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათას 100 ლარით ფინანსდება.