ფოთში საზღვაო ვაგზლის შენობის დემონტაჟის საკითხი გააპროტესტეს

0

azgvao vagzaliფოთში დღეს ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან საზოგადოებრივი აზრის დარბაზის წევრებმა და ადგილობრივებმა საზღვაო ვაგზლის შენობის დემონტაჟის საკითხი გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, შენობა ქალაქის სიმბოლოა და მისი დემონტაჟი არ უნდა მოხდეს.

საზღვაო ვაგზლის შენობა 2011 წლიდან “ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის” ტერიტორიაზე მოექცა. დაახლოებით ერთ წელიწადში კი, კომპანიამ მისი დემონტაჟის საკითხი დასვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დემონტაჟზე შესაბამისი ნებართვა 2014 წელს ფოთის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით ბაბილუამ გასცა.

ბაბილუა ოფიციალური კომენტარის გაკეთებას უახლოეს დღეებში გეგმავს.