ფოთში სატუმბი სადგურებისა და წყალგამშვები კომუნიკაციების გაფართოება იგეგმება

0

11402707_981662858556457_8858159045563023493_nგადაუღებელი წვიმების გამო,ფოთში ქუჩები და ეზოები დაიტბორა, ზოგიერთ საცხოვრებელ სახლსა და კორპუსში სახურავებს პრობლემა შეექმნა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ რამდენიმე დატბორილი ქუჩა, საცხოვრებელი სახლი და ეზო მოინახულა, პრობლემის ირგვლივ მოსახლეობას შეხვდა და ესაუბრა.

ქალაქის მერის თქმით, უხვი ნალექი ფოთისათვის უცხო არ არის, მაგრამ წყალმოვარდნები სერიოზული სირთულეების წინაშე გვაყენებს, სამწუხაროა, რომ მოსახლეობა ზარალდება. ქალაქში წყალგამტარი კომუნიკაციები ისე უნდა მუშაობდეს, რომ ხშირი წვიმების დროს ექსტრემალური სიტუაციები თავიდან იქნეს აცილებული.

1601404_981662861889790_759775643863800077_n11924547_981662855223124_7721435402330787113_nამ ეტაპზე მოქმედი შვიდი სატუმბი სადგური არ არის საკმარისი, ამიტომ მომავალი წლიდან გადაწყვეტილია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სატუმბი სადგურებისა და წყალგამშვები კომუნიკაციების გაფართოება- რეაბილიტაცია, რაც ფორსმაჟორულ ვითარებას დაარეგულირებს.