ფოთში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

0

get_imgსასაზღვრო პოლიციის სანაპიროს დაცვის თანამშრომლებმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. გემი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდა და თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიცურავდა. ტანზანიის კუთვნილი გემის დაკავება ფოთში მოხდა. გემის ეკიპაჟის წევრები დაკავებულები არიან და მიმდინარეობს მათი დაკითხვა. გემის ეკიპაჟს კაპიტანი და ათი წევრი წარმოადგენს. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გემის კაპიტანს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

სხვა ახალი ამბები: