ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე დილიდან 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება

0

shtormi_qobქალაქ ფოთში შავი ზღვის სანაპიროზე 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ქალაქ ფოთის მერიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჯანაშიამ განაცხადა. ჯანაშიას განცხადებით შტორმი შავი ზღვის სანსპიროზე დილის ცხრა საათიდან დაიწყო და ამ წუთამდე გრძელდება, თუმცა ქალაქ ფოთში ჯერჯერობით სიმშვიდეა.

”5-6 ბალიანი შტორმი ქალაქ ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე დილის ცხრა საათიდან დაიწყო და ამ წუთამდე გრძელდება. ამის შესახებ ჩ[ენ შესაბამისი სამსახურებისგან მივიღეთ ინფორმაცია. რაც შეეხება თვითონ ქალაქს, აქ სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქალაქში წვიმს, თუმცა ამ წვიმას არ მოყოლია წყალდიდობა. მდინარე რიონი არ მომატებულა. ქალაქ ფოთში წვიმას არ ახლავს ქარი. ასე რომ აქ ჯერჯერობით სიმშვიდეა”-აცხადებს თამარ ჯანაშია.

ქალაქ ფოთში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შინაგანი ჯარის ნაწილები, ასევე ადგილობრივი პოლიცია. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული ქალაქ ფოთის მერია.

სხვა ახალი ამბები: