ფოთში შემოტანილ კამეჩის უვარგის ხორცს ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნებენ

0

kamechi8 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, კერძოდ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, თბომავალით „სენა კალკავან“, ინდოეთიდან შემოიტანეს 28000 კგ. კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერი.

სსპ შემოსავლების სამსახურის ცნობით, ვეტერინარიული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის შეფუთვებზე არ არის დატანილი მარკირება, შეფუთვების გახსნისას სასაქონლო პარტიის ნაწილზე აღმოჩნდა მეორე შეფუთვა, სადაც დატანილია სხვა მწარმოებლის მარკირება და მასში კამეჩის გაყინული ხორცის მაგივრად აღმოჩნდა კამეჩის გაყინული გული, რომელზეც არ არის მითითებული წარმოებისა და ვარგისიანობის ვადები.

საქონლის ორგანოლეპტიკური შემოწმების პირველადი შედეგებით, საქონლის ფერი არ არის დამაკმაყოფილებელი.

საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, მავნებელი სურსათი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.

სხვა ახალი ამბები: