ფოთში წინასაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შედის

0

potiiii15 მაისიდან ქალაქ ფოთში თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადადის. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერობისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია დღითიდღე იზრდება, თუმცა ფოთელებისთვის არჩევნებზე მთავარი ფიგურანტები მაინც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობისა” და ურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატები არიან.

ქალაქ ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, “ნაციონალური მოძრაობიდან” წარმოდგენილი კანდიდატი, ამავე დროს ფოთის საკრებულოს წევრი ვახტანგ დარცმელიძე და “ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ დასახელებული დავით ქანთარია 15 ივნისს მერობისთვის იბრძოლებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ვახტანგ დაცმელიძის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა აქტიურატ 15 მაისიდან ჩაერთვებიან. დარცმელიძის განცხადებით ისინი ამომრჩევლებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების განხორციელებას ჰპირდებიან. იმავე საკითხებზეა ორიენტირებული ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარიაც.

ქანთარიას განცხადებით “ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის” პარტიული სიის პრეზენტაცია ფოთში ორშაბათს გაიმართება.

“ჩემი გეგმები არის ის, რაც მე დავიწყე ამ ქალაქში ათი წლის წინ. ამ გეგმებს ბოლომდე მივიყვან. ჩემი ძირითადი პრიორიტეტია ფოთის ყველა ქუჩა ოცდამეერთე საუკუნეში დაემსგავსოს ნორმალურ ქუჩას. ის იყოს არა მოხრეშილი, არამედ მოასფალტებული”-აცხადებს დავით ქანთარია.

სხვა ახალი ამბები: