ფოთში ხვალ “ფაზისობა” აღინიშნება

0

10754787_813026052090460_2058450422_nხვალ, 9 ნოემბერს ფოთში საქალაქო დღესასწაული „ფაზისობა“ გაიმართება. სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ღონისძიება მრავალი წელია ქალაქში არ ჩატარებულა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

უკვე ცნობილია რომ „ფაზისობაზე’’ ფოთში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციის წევრები და საპატიო სტუმრები ჩამოვლენ, დღესასწაულთან დაკავშირებით შემუშავდა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა.

10583785_813026045423794_1787536469_n10748553_813026042090461_2091119460_n“ფაზისობა 2014“-ის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. დღის ბოლოს კი ფოთელების წინაშე „სუხიშვილები“ წარსდგებიან. ,,ეს იქნება განსაკუთრებულად ლამაზი და დაუვიწყარი დღე ქალაქისთვის”-აღნიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ.

სხვა ახალი ამბები: