ფოთში ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი გაიხსნა

0

fotiფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი გაიხსნა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით შერვაშიძესთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯონ ეშვორდი, აზერბაიჯანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი, თურქეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ლევენტ მურატ ბურჰანი და სხვა ოფიციალური პირები.

სხვა ახალი ამბები: