ფოთში 15 დევნილმა ოჯახმა ბინა საკუთრებაში მიიღო

0

10981683_913024105420333_7862804012856491412_nდღეს,ფოთში მალთაყვის ჩასახლებაში და ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში 15 დევნილი ოჯახისთვის ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა. ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია,სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ნარსია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია,ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა ,კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.

11101387_896857270374004_1524226735_o11136492_896856990374032_1930643528_o11136386_896856993707365_1208455615_oკენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ,მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
განაწილებული 15 ბინიდან 7 ერთოთახიანი და 8 ოროთახიანია.ბინის მისაღებად განაცხადი 40-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო,საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 15 ოჯახი შეირჩა.

სხვა ახალი ამბები: