ფოთში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

1

10502037_835596366458506_5990954053933912677_nუბედური შემთხვევა მოხდა ფოთში, ე.წ კუნძულის უბანზე. ზღვაში 17 წლის ავთო მიქავა დაიხრჩო, რომელიც საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან აცხადებენ, ზღვიდან ამოყვანისას ახალგაზრდას პულსი ჰქონდა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე დააგვიანა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ადამიანი დაიხრჩო, მისი გადარჩენა იქნებ შეიძლებოდა, მაგრამ ნაცვლად იმისა რომ მის გადარჩენაზე ეფიქრათ მიქავას პასპორტის პირად ნომრებს ითხოვდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხდა. რათქმაუნდა როგორც ყოველთვის ამჟამადაც დაგვიანებით მოვიდნენ და ახალგაზრდა ბიჭიც გარდაიცვალა,”-აცხადებენ smo.ge-სთან თვითმხილველები.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფოთში ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ ერთი კვირის განმავლობაში.

სხვა ახალი ამბები: