ფოტოგამოფენა ზუგდიდის არტ-გალერეაში-“ჩემი ზუგდიდი, ჩემი ქალაქი”

0

6ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს ძველი ზუგდიდის ფოტოები გამოიფინა, რომელიც ზუგდიდის კოლორიტებს ვალიკო კემულარიიასა და მის მეუღლეს ლუიზა ციმინტიას ეკუთვნოდათ. არტ-გალერეაში დაახლობით ასამდე ფოტო გამოიფინა, პარალელურად კი ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა. ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მოთხოვნას ხელი უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწერა.

“გვინდა ერთხელ კიდევ პატივისცემით და კრძალვით გამოვხატოთ, რომ ქალაქის განვითარების რეალურ შსაძლებლობებსა და მის ნაკლოვან სტატუსს შორის ადვილად დასანახი სეუსაბამობა არსებობს. ჩვენ, თითოეული ზუგდიდელი, განურჩევლად ასაკობრივი სხვაობისა, მოვალენი ვართ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სთატუსის მინიჭების საკითხი მართებულად და დროულად წამოვჭრათ. დღეს გაჩნდა გონივრული ნება, როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან, რომ ზუგდიდი გახდეს თვითმმართველი ქალაქი”-აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, სადაც გაერთიანებულნი არიან ზუგდიდის ცნობილი სახეები.

სიმბოლური ღონისძიება ზუგდიდის სამხატვრო არტ-გალერეაში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.7 3

2

სხვა ახალი ამბები: