ფოტოსესესია პრეზიდენტის საძინებელში

3

1014128_556401601065457_1184673254_nსოციალურ ქსელ facebook-ში საკურორტო სოფელ ანაკლიაში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ქართული ესტრადის ცნობილი სახეები და ანაკლიაში მყოფი ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტის კუთვნილ აპარტამენტში პოზირებენ. ერთ-ერთი ფოტო, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ყურადღება მიიქცია იმ საწოლზე გადაღებული ფოტოა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ეძინა.

სასტუმრო “ოქროს საწმისის” ყოფილი თანამშრომელი ნ.ე იხსენებს იმ ფაქტს თუ როგორ დაითხოვეს სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის კუთვნილ ოთახში გადაღებული ფოტოები იპოვეს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში. ამის შიშით კი სასტუმროს სხვა თანამშრომლებმა იგივე სოციალური ქსელიდან საკუთარი ფოტოები ოპერატიულად წაშალეს.

ცნობისათვის, პრეზიდენტის მოსასვენებელი ოთახი სასტუმრო “ოქროს საწმისში” მერვე სართულზე მდებარეობს. მერვე სართულზე დამონტაჟებულია ლიფტი, რომელიც პირველიდან მერვე სართულამდე პირდაპირ ადის და ამ ლიფტით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობდა. პრეზიდენტის ოთახამდე ჩასვლა შესაძლებელი იყო ასევე სასტუმროს მეცხრე სართულიდან ე.წ “ზამთრის ბაღის” გავლით.1003817_608605445826045_786014802_n941109_608605539159369_196318318_n

 

 

სხვა ახალი ამბები: