ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორებმა” სახელწოდება შეიცვალა

0

10864026_393655777477351_2254490653804974151_o-636x395ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკარატები-კონსერვატორები” დღეიდან მოღვაწეობას ახალი სახელწოდებით – “ზუგდიდის მომავლისთვის” – გააგრძელებენ. ამის შესახებ განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე “თავისუფალი დემოკრატების”  წევრმა ნუგზარ სარიამ გააკეთა.

“მოგეხსენებათ, რომ  კოალიციიდან გამოვიდა “თავისუფალი დემოკრატები”.  ეს არ არის ტრაგედია და  შეიძლება ითქვას, რომ ეს დემოკრატიის ერთ-ერთი კომპონენტია. ფრაქციაში ვიმსჯელეთ და შევთანხმდით ყველასთვის მისაღებ სახელზე” – თქვა ნუგზარ სარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი 11 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი ფრაქციების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობია” და “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ბიუჯეტის “აქილევსის ქუსლი” საჯარო მოხელეების მაღალი თანამდებობრივი სარგო და პრემიებია.

ფრაქციიის “თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორები” წევრებმა  წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს,თუმცა აღნიშნეს,რომი ისინი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე, რომლებიც ცენტრალურ ბიუჯეტზეა დამოკიდებელი, პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. ამასთან, მათი განცხადებით,ისინი ბიუჯეტის თითოეული თეთრის ხარჯვას გააკონტროლებენ.

2015 წლისბიუჯეტი 15 მილიონ 846,9 ლარით არის განსაზღრული. აქედან, წარმომადგენლობითი დაა ღმასრულებელი ორგანოები 4 მილიონ 772 ათას 400 ლარით დაფინასდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და თავდაცვა 1 მილიონ 153 ათასი 100 ლარით, ინფრასტრუქტურის მშენებლობა 3 მილიონ 718 ათას 100 ლარით, 1 მილიონ 940 ათასი ლარით განისაზღვრა განათლების სფეროს დაფინანსება, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები კი 945 ათასი ლარით.

სხვა ახალი ამბები: