ფრაქცია “ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატებმა” ზუგდიდის საკრებულოს სახალი საპროექტო გეგმა წარუდგინეს

0

10639657_362046297304966_6559546670184774388_nქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მომზადებული  „ქალაქ ზუგდიდის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განვითარების, მშენებლობის რეგულირების და ზედამხედველობის ავტომატიზებული სისტემა შექმნის“ შესახებ საპროექტო წინადადება წარედგინა, რაც საკრებულოს წევრების უმრავლესობის მიერ იქნა მოწონებული.

„გვაქვს სერიუზული პრობლემა ქალაქ ზუგდიდის სივრცით ტერიტოტიულ მოწყობასთან დაკავშირებით. არ არსებობს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. მუნიციპალიტეტში სივრცით ტერიტორიული მოწყობა უსისტემოდ, ფრანგმენტულად და ქაოტური პროცესის სახით მიმდინარეობს. არ ხდება ტერიტორიების სწორი განვითარება, არ ხდება ტერიტორიების რაციონალური, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ  განვითარებაზე ორიენტირებული დაგეგმარება. მშენებლობის რეგულირება და მასზე ზედამხედველობა საერთოდ ამოვარდნილია სივრცით ტერიტორიული მოწყობის კონტექსტიდან. აუცილებელია შეიქმნას ქალაქ ზუგდიდის ერთიანი გეგმარებითი ზონა  და განხორციელდეს სივრცით ტერიტორიული მოწყობის პროცესის ორგანიზება“-აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ლაშა ფარცვანია.

მისივე თქმით, მიზანშეწონილი იქნება, თუ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იქნება ურბანისტებით, არქიტექტორებით, ეკოლოგებით, ხელოვნებათმცოდნეებით, ეკონომისტებით, ინჟინრებით დაკომპლექტებული.  ფრაქციის თავმჯდომარის განმარტებით დოკუმენტის საფუძველზე საბოლოოდ განისაზღვრება, თუ სად იქნება ინდუსტრიული ზონა, სავაჭრო ზონა, ასევე სატრანსპორტო კვანძი და ა.შ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ მოუწოდა დეპუტატებს, შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებს, მომდევნო სხდომისთვის წარმოადგინონ წინადადებები, საკუთარი ხედვა, სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით:

„არ დასრულდება ეს პროცესი არც ერთ კვირაში, არც ერთ თვეში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მუდმივ სრულყოფას საჭიროებს. თუმცა პირველადი სამუშაოს დაწყებისთვის ჩვენ ყველა საფუძველი და შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ ვიფიქროთ პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უკვე პრაქტიკულ ასპექტში დაიწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“,-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

 

სხვა ახალი ამბები: