ქალაქი ზუგდიდი ლიტვის ქალაქ კაუნასს დაუმეგობრდება

0

10860292_381709215324079_1588527957_o27 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია საკრებულოსა და მერიის სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყნაში ლიტვაში იმყოფებოდა. ვიზიტი რობერტ ბოშის ფონდისა და ორგანიზაცია “Mitost-ის” მხარდაჭერით განხორციელდა და სტაჟირების ფორმატში მიმდინარეობდა.

ვიზიტის ფარგლებში, მერაბ ქვარაია ქალაქ კაუნასის მუნიციპალიტეტის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ კაუნასის მუნიციპალიტეტების მომავალი ღრმა ურთიერთობების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ლიტვა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ორი ქვეყნის ქალაქებს შორის მჭიდრო კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობა.

10844450_381709245324076_1666945709_o10849319_381709235324077_1563407490_o10860366_381709231990744_1551330719_oმერაბ ქვარაიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე ლიტვის განსაკუთრებულ დამსახურებას. “საქართველომ ევროპული არჩევანი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, სწორედ ლიტვაში განამტკიცა. ევროპულ კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია ქართველი ერის ისტორიული არჩევანია და სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მაქსიმალური ძალისხმევითა და ლიტვისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების თანადგომით საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ურთიერთთანამშრომლობითა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარებით, ვფიქრობთ, უფრო წარმატებულს გავხდით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. გვინდა ქალაქი ზუგდიდი გაუმეგობრდეს ქალაქ კაუნასს და თანამშრომლობა პროდუქტიული იყოს ორივე მხარისათვის.”

ქალაქ კაუნასის მერი ანდრიუს კუპჩინსკასი მიესალმა ქალაქების დამეგობრების თაობაზე მერაბ ქვარაიას შეთავაზებას, მითუმეტეს, როგორც მერმა კუპჩინსკასმა განაცხადა “კაუნასი საქართველოს არცერთ ქალაქთან არ არის დამეგობრებული.”

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება და ორ ქალაქს შორის უახლოეს მომავალში სხვადასხვა სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყება