ქალაქ ზუგდიდის მერიამ და საკრებულომ ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა

0

11233573_462018100641118_8121331198560699174_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა და ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა და ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია დაესწრნენ.

11235227_451958208299179_531370146_o11242179_451958204965846_757395298_o11263893_451958184965848_1368313902_oსხდომაზე განიხილეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ცვლილებები, ასევე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად გამოწვეულ საბიუჯეტო ცვლილებებს. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიმ ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის, საკრებულოს აპარატისა და მუნიციპაკლიტეტის მიერ დაუძნებული იურიდიული პირების მიერ შეიკვეცა ადმინისტრაციული ხერჯების შემდეგი კომნკრეტული მუხლები როგორიცაა: ოფისის, მივლინების, წარმომადგენლობითი, არაფინანსური აქტივების ზრდის, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაცია მოვლა-შენახვის, საწვავის, რბილი ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, კომუნალური, სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების. აღნიშნული ხარჯები შემცირებულია 331 800 ლარით.

“ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად გამონთავისუფლებული ფულადი თანხები დაზუსტებულია საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად და მიმართულია ინფრასტრუქტურული პროექტბის განსახორციელებლად, აგრეთვე უმწეო ოჯახების საცხოვრებლი სახლების რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: -100 000 ლარი მიიმართება გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვაზე, -15 000 ლარი – ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობისათვის, -31 800 ლარი – ქალაქ ზუგდიდში განსახორციელებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის, -85 000 ლარი – მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, რეაბილიტაციისათვის, -100 000 ლარი მიიმართება უმწეო ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის. ზემოხსენებული ცვლილებების გათვალისწინებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება 17 742.1 ათასი ლარით“ – აცხადებს კახაბერ ფარცვანია.

სხვა ახალი ამბები: