ქალაქ ზუგდიდის მერიაში თანამშრომელთა დანიშნვის პროცესი დაიწყო

1

06_bigქალაქ ზუგდიდის მერიაში ახალი კადრების დაკომპლექტების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა როგორც ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელია დანიშნული.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით ქალაქის მერიაში  ვიცე-მერი da მერის მოადგილე უახლოეს დღეებში დაინიშნება. სავარაუდოდ ვიცე-მერი “ქართული ოცნების” კვოტით დაინიშნება. ვიცე-მერი შესაძლოა ზუგდიდელი გია გულორდავა გახდეს. რაც შეეხება მერის მოადგილეს, შესაძლოა ეს თანამდებობა ბანკ “რესპუბლიკას” ზუგდიდის ფილიალის მენეჯერს კობა ჯიქიას ჩააბარონ.

გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს თავად ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვიცე მერების დანიშნვის საკითხი ქალაქის მერიაში არ განხილულა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ ვინ უხელმძღვანელებს ქალაქის მერიაში პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა smo.ge-ს წყარო არ გამორიცხავს, რომ ამ თანამდებობაზე მოქმედი ჟურნალისტი მაია ღუბელაძე ვიხილოთ. smo.ge მაია ღუბელაძესაც დაუკავშირდა.  მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება ქალაქის მერიიდან არ მიუღია.

რაც შეეხება ქალაქის მერიაში უკვე დანიშნულ კადრებს, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლებად ჩაითვლებიან, ასე გამოიყურება.

ქალაქ ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად TBC ბანკის ყოფილი თანამშრომელი იდა ქვარაია დაინიშნა. განათლებისა და კულტურის სამსახურს ზამირა ღადუა უხელმძღვანელებს.

“ლიბერთი ბანკის” ზუგდიდის ფილიალის ყოფილი მმართველი ჯიმშერ შეროზია ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს უხელმძღვანელებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს კი  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი თამარ სოსელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ეკატერინე თოდუა ქალაქ ზუგდიდის მერიაში იმავე თანამდებობას, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურს ჩაუდგება სათავეში. თამაზ უბილავა ზუგდიდის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი ხდება.

სამსახურის უფროსებთან დაკავშირებულ სპეციალურ ბრძანებულებას მათი დანიშნვის შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.

 

 

სხვა ახალი ამბები: