ქალაქ ზუგდიდის მერიაში C ჰეპატიტზე ისაუბრეს

0

11015634_1068449843181005_1874679014_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ,,C ჰეპატიტი-პრობლემა, საჭიროება, ელიმინაციის სტრატეგია”.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის მერიისა და საკრებულოს, სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა მიზნად ისახავდა სამეგრელოს რეგიონში სამედიცინო საზოგადოების მობილიზებას, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული C ჰეპატიტის ელიმინაციის კომპლექსური პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის.

სხვა ახალი ამბები: