ქალაქ ზუგდიდში მოსაცდელების მოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო. ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად, გამსახურდიას გამზირზე, ავტობუსების გაჩერების უბე გაკეთდა.
მსგავსი უბეები მოეწყობა იგეგმება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ადმინისტრაციული შენობის წინა ტერიტორიაზე და “პროკრედიტბანკის” მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს ავტობუსების გაჩერების მოწესრიგებასა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას.