ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრომლები ხორავების ოჯახს ეხმარებიან

0

10264270_843235435697992_1162101111820784465_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული განყოფილებების წარმომადგენლებმა კომბინატის დასახლებაში მცხოვრები ხორავების სოციალურად დაუცველო ოჯახი მოინახულა. პატარებს მერიის თანამშრომლების მიერ გაღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადაეცა, ხოლო ოჯახს იურიდიული კონსულტაცია გაეწია.885503_843235699031299_7880825134633903732_o10661727_843235959031273_257785182075738300_o10547890_843235985697937_279897432362273351_oზუგდიდში, ენგურქაღალდ კომბინატის დასახლებაში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.სოციალური მომსახურების სააგენტომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი მხოლოდ სამედიცინო პოლისებით დააკმაყოფილა, რომლის მიზეზიც ე.წ მაღალი ქულები გახდა. ხორავების ოჯახში სამი მცირეწლოვანი იზრდება. ორი სასკოლო ასაკისაა, თუმცა ოჯახის უსახსრობის გამო მათ სექტემბრიდან სკოლაში არ უვლიათ.

საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-მ ხორავების ოჯახზე სპეციალური რეპორტაჟი გუშინ შემოგთავაზათ.

სხვა ახალი ამბები: