ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანდაცვის კომისიამ 20 მოქალაქეს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა დაუფინანსა

0

11171804_1111348972224425_1916313116_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიის მორიგ სხდომაზე განხილულ იქნა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 ადგილობრივი და 3 დევნილი მოქალაქის განცხადება. განცხადებების უმეტესი ნაწილი იყო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით, ერთი განცხადება გამოკვლევის, ხოლო ორი–ოპერაციების თანადაფინანსების მოთხოვნით.

11069715_1111348968891092_1071028444_oკომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდა 20 მოქალაქე. ერთ მოქალაქეს კი, დაფინანსებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ სამედიცინო პროგრამის დებულებასთან შეუსაბამობის მიზეზით, დაფინანსებაზე უარი ეთქვა. 2015 წლის იანვრიდან დღემდე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიის 15 სხდომა გაიმართა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 260 მოქალაქის სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა.

სხვა ახალი ამბები: