ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია სკოლის დირექტორებს შეხვდა

0

11022610_928412870513581_2360533632284300454_oქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების დირექტორებს ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია შეხვდა და სკოლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. მერმა დირექტორებს სკოლებში არსებული პრობლემების პრიორიტეტიზებასა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების მომზადებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკოლების კეთილმოწყობისათვის გარკვეული თანხები გამოიყოფა. შეხვედრას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.