ქალაქ ზუგდიდის მერი სოციალურად დაუცველთა პრობლემებს ეცნობა

0

10606470_792791080742428_8510150170537316210_nქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, მერიაში შემოსული წერილების საფუძველზე რამდენიმე ოჯახი მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

67 წლის სოციალურად დაუცველმა იზოლდა თოდუამ მერიას რამდენიმე პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა.

სახლი, სადაც ის შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, შემოუკავებელია. დიდი პრობლემაა ჭის არქონაც. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად იზოლდა თოდუას პრობლემებს მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ჯიმშერ შეროზია და სოციალური სამსახურის უფროსი თამუნა სოსელიაც გაეცნო.

ზუგდიდის მერი იზოლდა თოდუას პრობლემების გადაწყვეტას დაპირდა. პირველ ეტაპზე წყლის პრობლემა და ეზოს შემოკავების საკითხი მოგვარდება. შემდგომ ეტაპზე კი განიხილება საცხოვრებელი ფართის კეთილმოწყობის საკითხები.
ირაკლი გოგოხიას თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები სოციალურად დაუცველი ქალბატონის ოჯახში არსებულ პრობლემებს უახლოეს დროში მოაგვარებენ.

ზუგდიდის მერმა დღესვე აფხაზეთიდან დევნილი 80 წლის ლამარა იზორია და 90 წლის ტატიანა ლაზარიაც მოინახულა და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხში დევნილთა და განსახლების სამინისროსთან შუამდგომლობას დაპირდა.

მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე ჭურღულიების საცხოვრებლ სახლს ცეცხლი წაეკიდა. ექსპერტიზის დასკვნით და ადგილზე დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ დამწვრობის ხარისხი მაღალია. სახლი გადახურვასა და ხის კონსტრუქციის გამოცვლას საჭიროებს.
დღის ბოლოს ქალაქის მერი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სოციალური სამსახურის უფროსებთან ერთად ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და ჭურღულიების ოჯახს, დადგენილი წესისამებრ, შესაბამის სამსახურებს ხის საშენი მასალის გამოყოფის მითითება მისცა.
ქალაქის მერი მომავალშიც გააგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემების ადგილზე გაცნობას.

სხვა ახალი ამბები: