ქალაქ ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს (სპეციალური რეპორტაჟი)

0

sakrebulo-meriaქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი პროექტით, ქალაქ ზუგდიდის 2015 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 821 ათას 900 ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის განხილვას თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოება “ზუგდიდელი”-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.

წარმოდგენილი ბიუჯეტის თანახმად, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო 4 მილიონ 333 ათას 100 ლარით არის დაფინასებული, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოებისთვის 1 მილიონ 346 ათას 600 ლარია გამოყოფილი, ინფრასტრუქტურა და მშენებლობა 4 მილიონ 031 ათას 900 ლარით დაფინანსდა, განათლების მუხლის დაფინანსება 1 მილიონ 942 ათასი 300 ლარით განისაზღვრა, ხოლო სპორტი და ახალგაზრდული ღონისძიებები 3 მილიონ 318 ათასი ლარით. რაც შეეხება მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებას, ის წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და 850 ათასი ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: