ქალაქ ზუგდიდის მუზეუმისა და ბაღის მიმდებარე ტერიტორია სუფთავდება

0

15400_803364889685047_6833705228933958614_n“ზუგდიდდსუფთავების” თანამშრომლები რამდენიმე დღეა მუზეუმისა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. სამუშაო პროცესი დღეს ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერაბ ქვარაიასთან, გუბერნატორის მოადგილე, კობა ქანთარიასთან და მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ქალაქის ოფიციალურ პირებს გენდერული ქსელის ,,მერკურის” წარმომადგენლებმა ბოტანიკური ბაღისა და სანერგე მეურნეობის რეკონსტრუქციის ხედვა გაუზიარეს. რეაბილიტაციის საკუთარი ქალაქის მერის განმარტებით გარე პერიმეტრის დასუფთავების შემდეგ, ბოტანიკური ბაღის სრულმასშტაბიანი დასუფთავების ერთობლივი აქცია იგეგმება.

სხვა ახალი ამბები: