ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის სამუშაო ვარიანტების პრეზენტაცია გაიმართა

0

10848923_416246291884966_4131608598816675811_oდღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბისა და დროშის – შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ ქალაქის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ეკატერინე თოდუასთან ერთად შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტების სიმბოლიკის მიღების ზოგადი წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და, ასევე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის სამუშაო ვარიანტების პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, საზოგადოება „ზუგდიდელის“, „ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს“ წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრენენ.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვის ჩატარება. საზოგადოების, მოქალაქეების შენიშვნები და წინადადებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, დროშისა და გერბის საბოლოო ვარიანტს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს.

სხვა ახალი ამბები: