ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე სკოლის დირექტორებს შეხვდა

0

11008503_422658131243782_733620275531802440_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია დღეს, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით აუცილებელია სასწავლო დაწესებულებების ჩართვა ისეთ პროექტებში, როგორიცაა: ქუჩებში სისუფთავის დაცვა, საგზაო მოძრაობის წესებისა და კულტურის დანერგვა, წელიწადში ორჯერ გამწვანების დღის დაწესება, ასევე განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების წახალისების პროექტი.

შეხვედრაზე ის საკითხებიც განიხილეს, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. საუბარია მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენისა და მგზავრობის საფასურის გადახდის საბარათო სისტემის დანერგვაზე, მაწანწალა ცხოველების თავშესაფრის გახსნაზე, სასაფლაოების მოწესრიგებასა და მაღალი დონის სერვისზე, ფეხბურთის და რაგბის სტადიონის მშენებლობის დაწყებაზე.
აქცენტი გაკეთდა სექტორალურ თანამშრომლობასა და სხვადასხვა პროგრამებში ერთობლივი მონაწილეობის აუცილებლობაზე.

სკოლების დირექტორებმა მათ სასწავლო დაწესებულებებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც დაიგეგმა მათი ეტაპობრივი განხორციელება.

შეხვედრის ბოლოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ შეხვედრის მონაწილეებს ქალაქის ღერბის პროექტი წარუდგინა.

დღეს გამართულ შეხვედრას ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.