ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი დაადგინა

0

007ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესზე იმსჯელა დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ.  ნორმატიული ფასის განსაზღვრა შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით დადგინდა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიღებისგან თავი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ შეიკავა. თავად ფრაქციაში აზრები გაიყო, უნდა გაზრდილიყო თუ არა ქალაქში საპრივატიზაციო ფასი ერთი კვადრატული მიწის.  საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული წესები ერთხმად დადგინდა.