ქალაქ ზუგდიდის საკრებულო სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება (ვიდეო)

0

xelisuflebis daxmarebaქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ ზუგდიდში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მცხოვრები როგავების ოჯახი მოინახულეს. დღესვე ოჯახს ქალაქის საკრებულოსა და ზუგდიდის განვითარების ფონდ ,,ერთსულოვნების“ მხარდაჭერით სამშენებლო მასალები გადაეცათ.

სოციალურად დაუცველ, როგავების ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული 2008 წელს მთლიანად დაეწვა, რის გამოც სახლს წლებია აწვიმს, აქ მცხოვრებ ადამიანებს კი სახლის შეკეთების საშუალება არ ქონდათ. დიასახლისის, ბაბო ბიგვავას განცხადებით მათ არაერთხელ მიმართეს ყოფილ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა მაშინ მხოლოდ 300 ლარი ჩაერიცხათ.

პირველ ეტაპზე დაიწყება სახლის გადახურვა და გამყარება, რათა ოჯახის წევრებმა სახლში ცხოვრება უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში შეძლონ.