ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სპეციალურმა კომისიამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე იმსჯელა

0

11122198_365553870296986_1029287735_oდღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მდივნის არჩევა;

2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განცხადების ფორმის შემუშავება. აღნიშნული კომისია მიმდინარე წლის 3 აპრილს შეიქმნა, ხოლო 7 აპრილს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის კახაბერ ფარცვანიას განცხადებით:

„ 14 აპრილიდან, სამშაბათიდან კომისია სრული დატვირთვით იმუშავებს და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მიმართოს კომისიას ან საკრებულოს აპარატს, კონკრეტულად კი ლელა ჭითანავას.“

სხვა ახალი ამბები: