ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია გახდა

0

10354815_1443070302625063_2837365451405658825_nქალაქი  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ ქალაქის საკრებულომ მერაბ ქვარაია აირჩია. ასევე,12 ხმით 3-ის წინააღმდეგ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი თოდუა იქნა არჩეული.

ცნობისთვის, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15 დეპუტატია, 5 მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია”ქართული ოცნებიდან”,  3-დეპუტატი პროპორციული სიით ყავს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 1 დეპუტატი “ „ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციიას“.

საკრებულოს სხდომაზე ზუგდიდის  67-ე საარჩევნო კომისიამ უფლებამოსილება მიანიჭა ასევე ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას, რომელიც ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული. ამასთანავე ზუგდიდი უკვე ქალაქის სტატუსის მატარებელია, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი ექნება.

სხვა ახალი ამბები: